Sunday, October 21, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია


  1. ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  2. გავიხსენეთ როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია დრაივიდან ბლოგზე
  3. ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის სტრუქტურაზე
  4. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე
  5. შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის 
  6. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურების გაწერაზე
  7. სახელწოდება:  პრეზენტაციის რუბრიკა
    აღწერა:    ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
         ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
         საღი მსჯელობა და აღქმა;
         მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
                       საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;


    ძირითადი სიტყვები პრობლემები, ამოცანები, იდეები, მოსაზრება, მიზნები.
    კლასი : 3
    საგანი ქართული
    შეფასების ტიპი შემოქმედებითობა

    4
    3
    2
    1
    იდეები
    მე ბევრ იდეაზე ვფიქრობ.
    მე შემიძლია რამდენიმე იდეაზე ფიქრი.
    სხვისი დახმარებით შემიძლია რამდენიმე იდეაზე ფიქრი.
    მე მიჭირს იდეებზე ფიქრი.
    მოსაზრება
    შემიძლია მოვლენის/საკითხის გააზრება ბევრი სხვადასხვა კუთხიდან.
    შემიძლია მოვლენის/საკითხის გააზრება ერთზე მეტი განსხვავებული კუთხიდან.
    მე მჭირდება დახმარება, რომ საკითხი სხვადასხვა კუთხიდან გავიაზრო.
    ჩვეულებრივ საკითხს მხოლოდ ერთი კუთხიდან ვუყურებ.
    გადაწყვეტილება
    როდესაც პრობლემას ვხედავ, ვფიქრობ მისი გადაჭრის ბევრ გზაზე.
    როდესაც პრობლემას ვხედავ, ვფიქრობ მისი გადაჭრის ერთზე მეტ  გზაზე.
    სხვისი დახმარებით მე შემიძლია მოვიფიქრო პრობლემის გადაჭრის ერთზე მეტი გზა.
    ჩვეულებრივ შემიძლია მოვიფიქრო პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა.
    მიზნები
    მე შემიძლია ვიფიქრო მიზნის მიღწევის ბევრ სხვადასხვა გზაზე.
    მე შემიძლა მოვიფიქრო მიზნის მიღწევის 1 გზაზე მეტი.
    დახმარებით მე შემიძლია მოვიფიქრო მიზნის მიღწევის ერთზე მეტი გზა.
    ჩვეულებრივ შემიძლია მოვიფიქრო მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი გზა.

No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია დავხვეწეთ პროექტი და მივეცით საბოლოო სახე გავარჩიეთ პროექტები მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს გავითვალისწინეთ...